ახალი ამბები
გორის სოფლებში ლადო ხინჩეგაშვილმა წარმომადგენლების შეცვლა დაიწყო
გორის მერიაში საკადრო წმენდა დაიწყო. პირველივე დღეს, ახალმა მერმა სოფელ ატენსა და ჭალა-წყაროსუბნის დასახლებაში რწმუნებულები შეცვალა.

საკუთარ მოვალეობას აღარ ასრულებენ: ნუგზარ მძინარაშვილი და ლადო მაყიშვილი.

როგორც ატენში, მერის ყოფილი წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი გვიდასტურებს, პარასკევს, მათთან გამოცხადდა სანდრო ხუციშვილი და თავი ლადო ხინჩეგაშვილის წარმომადგენლად გააცნო:

,,ახალა მე აღარ ვასრულებ მოვალეობას. მოვიდა ჩვენთან სანდრო ხუციშვილი, გაგვეცნო წარმომადგენლად. ჩემთან დაკავშირებით რა იქნება მომავალში, არ ვიცი'' - ამბობს ნუგზარ მძინარაშვილი.

რაც შეეხება ჭალა-წყაროსუბნის წარმომადგენლობას, აქ მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდის მიხედვით, კვლავ ლადო მაყიშვილი ითვლება წარმომადგენლად, თუმცა ოფიციალურად მისი უფლებამოსილება შეწყდა. მის ნაცვლად, როგორც მერიაში აცხადებენ, მოვალეობას სპეციალისტი ასრულებს.

გორის მერიის პრეს-სამსახურში დაგვპირდნენ, რომ დეტალურ ინფორმაციას, სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით, მოგვაწვდიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები