ახალი ამბები
ხაშურის 7 საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალეს
ბიულეტინების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს ხაშურში. 7 უბანი, სადაც ბიულეტინებს ხელახლა ითვლიან, ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.

ცენტრალური საარჩევნო კომისის მონაცემებით, ხაშურში არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატმა თენგიზ ჩიტიაშვილმა მოიგო.

ლოტოტრონის პრინციპით ხმების ხელახლა გადათვლა ახალი ნორმის მიხედვით ხორციელდება, რომლითაც არჩევნების სანდოობა მოწმდება.

ხაშურის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მინდია ქურდაძის თქმით, ხელახალი გადათვლის შედეგად შედეგები იდენტური აღმოჩნდა.

ხაშურის მერის არჩევნები ორ ტურად გაიმართა. მეორე ტურში ორი კანდიდატი - თენგიზ ჩიტიაშვილი და იოსებ ბუაძე მონაწილეობდნენ. ჩიტიაშვილი - ქართული ოცნებიდან, ხოლო ბუაძე - ნაციონალური მოძრაობიდან.

ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურში ხმების მეტი რაოდენობა 13 066 ხმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, ხოლო იოსებ ბუაძემ - 9 049 მიიღო.

პროცენტულად ასე განაწილდა:

თენგიზ ჩიტიაშვილი - 59%
იოსებ ბუაძე - 41%

ოპოზიცია ცესკოს შედეგებს არ ენდობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები