ახალი ამბები
,,მასწავლებელთა შორის იკლო ვირუსის გავრცელებამ, მოსწავლეებს შორის პირიქით ’’ - რესურსცენტრის ხელმძღვანელი
კორონავირუის პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი ყოველდღიურად იცვლება. ამ მხრივ არასახარბიელო ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში, რომლის შესახებაც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა ,,ქართლის სტუდიაში"" ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაზე 3 სკოლა: გორის მე-10, მე-12 და ხელთუბნის საჯარო სკოლები იმყოფება. ამ რეჟიმში ეს სკოლები 1 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, დარჩებიან.

რაც შეეხება სხვა სკოლებს, არის სკოლები, სადაც მხოლოდ კონკრეტული კლასებია დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანილი. იგი აღნიშნავს, რომ ამ სკოლებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არის, როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებშიც

,,მშობელთა საზოგადოება ინერტული გახდა და როდესაც მათ შვილებს ვირუსის სიმპტომები აქვთ, არ მიჰყავთ ტესტის გასაკეთებლად, მათი და-ძმები კი, აგრძელებენ სკოლაში სიარულს. წინა ტალღების დროს, თუ ერთი მოსწავლე ავადდებოდა კოვიდით, ჩვენ ზუსტად ვიცოდით მისი კონტაქტები და სწრაფად ვრიაგირებდით, ახლა უკვე შეუძლებელია კონტაქტების გარკვევა. შესაძლებელია, მოსწავლე სახლში იყოს, ჰქონდეს კოვიდი და ჩვენ ეს არ ვიცოდეთ და მისი კონტაქტები ამ დროს სკოლაში იყვნენ.''

ჩვენს კითხვაზე, თუ რა განსახვევებს ხედავს სხვა ტალღებთან შედარებით, ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს:

,,წინა ტალღებთან შედარებით, მასწავლებელთა შორის იკლო გავრცელებამ. მოსწავლეებს შორის, პირიქით - მოიმატა. მაგალითად, ხელთუბანში 14 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, ერთდროულად, და 14-ვე მოსწავლეს  დაუდასტურდა" – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პედაგოგთა ვაქნინაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია.

,,კვირაში ერთი ან ორი პედაგოგი შეიძლება რომ დაემატოს ხოლმე. თუმცა საერთო ჯამში, სკოლის პერსონალის 65%-ია აცრილი. დანარჩენ მოსახლეობაშიც რომ ამდენივე იყოს აცრილი, ბევრად უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა. პედაგოგთა საზოგადოებამ დაადასტურა, რომ არ მინდა ასეთი სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ შედარებით უფრო განათლებული ნაწილია საზოგადოებისა. ექიმების შემდეგ, ვაქცინირებულთა რაოდენობა პედაგოგებში უფრო მაღალია. მე პირადი მაგალითი მივეცი მასწავლებლებს, ჩემი და ჩემი ოჯახის სახით და რჩევას, ვინც მეკითხება, ვაძლევ ამ რჩევას ""- ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები