ახალი ამბები
ხაშურის გამგეობაში მომხდარ ინციდენტს შსს ეხმაურება
შინაგან საქმთა სამინისტრომ qartli.ge - მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციის საფუძველზე  მოკვლევა დაიწყო.

საქმე ხაშურის გამგეობაში მომხდარ ინციდენტს ეხება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შსს პრესსამსახურის წარმომადგენელმა აცნობა.

„ხაშურის რაიონულ სამმართველოში განცხადება არ შესულა, თუმცა თქვენი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია შეისწავლის, ამის უფლებამოსილება პოლიციას აქვს. შედგება გასაუბრების ოქმები და იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება დანაშაული, გამოძიება დაიწყება“- განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

თინათინ ნოზაძე მუნიციპალიტეტის ორ თანამშრომელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

დეტალები იხილეთ 
მოქალაქე ხაშურის გამგეობის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები