ახალი ამბები
,,„სავალდებულო გახდეს აცრა რისკ ჯგუფებისთვის'' - საქართველოს პრეზიდენტი
,,მივმართავ ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო და მკაცრი ზომები, - გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„სავალდებულო გახდეს აცრა რისკ ჯგუფებისთვის. კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიებს, გახშირდეს გადაცემები ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ მოვიწოდებ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები