ახალი ამბები
ხაშურის მერი 1500 ლარს გადაუხდის მოქალაქეს, რომელიც 8 ნოემბრამდე მის საბუთებს აკინძავს და ზონარს გაუყრის
ხაშურის ახალი მერი თენგიზ ჩიტიაშვილი 1500 ლარს გადაუხდის ქალს, რომელმაც 8 ნოემბრამდე, მისთვის საჭირო საბუთები უნდა აკინძოს და ზონარი გაუყაროს.

ამის შესახებ დღეს, 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული. ხელშეკრულების მიხედვით, თითო საბუთის აკინძვა 5 ლარი, ხოლო ზონარის გაყრა - 1 ლარი ღირს.

,,ხელშეკრულების საგანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საბუთების აკინძვის და საბუთებში ზონარის გაყრის მომსახურების შესყიდვა, საბუთების აკინძვა - 5 (ხუთი) ლარი; ზონარის გაყრა 1.00 (ერთი) ლარი' - წერია ხელშეკრულებაში.

სამუშაოს შემსრულებელი უკვე მოძებნილია. მისი შესრულებული სამუშაო 8 ნოემბერს უნდა შეამოწმოს მერიის 3-მმა თანამშრომელმა. ესენია:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვებისა და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ფუნქციების დროებით განმახორციელებელი პირი თინათინ ხაჩიძე;

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა მაჭარაშვილი;

3. ხაშურის მუნიციპლაიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოპფილების მეორადი სტრუქტურული ერთეული განყოფილების ხელმძვანელი ირმა ნოზაძე-ჩადუნელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები