ახალი ამბები
,,გირჩის'' აქტივისტებმა გორის პოლიციის შესასვლელი გადაკეტეს
,,გირჩის'' აქტივისტებმა გორის პოლიციის შესასვლელი გადაკეტეს. ავტომანქანა გზის იმ სავალ ნაწილზე დააყენეს, სადაც შს სამმართველოს თანამშრომელთა ავტომანქანები გადაადგილებიდან.

ავტომანქანას აქვს  წარწერა ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გირჩის აქტივისტი დააკავეს, ხოლო ავტომანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები