ახალი ამბები
,,პოლიციელი = მონას'' - გორის პოლიციის წინ აქცია გაიმართა
სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს გორის შს სამმართველოს შენობის წინ. ისინი იმ ადამიანების დაკავებას აპროტესტებენ, რომლებმიც ამავე სახის აქციის გამართვის დროს დღეს დილით დააკავეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციელები ერთი კონკრეტული პარტიის, ქართული ოცნების ლიდერების ინტერესებს იცავენ და მათ დაკვეთებს ასრულებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ფიზიკური ძალის გამოყენებით, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა სამმართველოს უფროსი - შალვა ჯინიყაშვილი.



ფოტოზე: შუაში - შალვა ჯინიყაშვილი

შალვა ჯინიყაშვილის დავალებით, ჟურნალისტებს არ მისცეს საშუალება აქციის მონაწილეებთან ინტერვიუ ჩაეწერათ.

რაც შეეხება დილანდელ ფაქტს, დაკავებულები არიან გირჩის ორგანიზაციის ორი წევრი. მათ ავტომანქანა იმ ადგილას დააყენეს, რომელსაც პოლიციის მანქანები სამმართველოს ეზოს შენობიდან გამოსასვლელად იყენებენ.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაუმორჩილებლობის აქციები იმართება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას ახორციელებენ.

ისინი საქართველოში ვადამდე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები