ახალი ამბები
,,გირჩის'' აქტივისტები გორის მოსამართლემ ნინო გერგაულმა გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა
"გირჩი მეტი თავისუფლების" აქტივისტები, ბადრი გრიგალაშვილი და ზურაბ ხომერიკი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ სამართალდამცველებს სამხრე კამერების ჩანაწერების წარდგენა მოსთხოვა. აქტივისტებს გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება, რაც ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

მომდევნო პროცესზე, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ უცნობია, მოსამართლე გამოაცხადებს, რა სახდელს დააკისრებს აქტივისტებს.

"გირჩი მეტი თავისუფლების" აქტივისტები გორის პოლიციამ ორი დღის წინ, ადმინისტრაციული შენობის ბლოკირების ბრალდებით დააკავა. ისინი გორის სამმართველოსთან მდუმარე აქციას მართავდნენ და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან ერთად, ვადამდელ საპატლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები