ახალი ამბები
რაიონის საბავშვო ბაღებში პედაგოგების წინააღმდეგ ანონიმურ წერილებს აწერინებენ
გამგეობის მიერ დაფუძნებული აიპის ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების" წარმომადგენლები აღსაზრდელების მშობლებს ანონიმურ წერილებს აწერინებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში განუცხადეს.

25 იანვარს აიპის წარმომადგენლებმა მშობლებს ფურცლებზე იმ პედაგოგების შესახებ ინფორმაციის დაწერა მოსთხოვეს, რომელთა მუშაობაც არ მოსწონთ.

,,გაერთიანების წარმომადგენლებმა ხიდისთავის, ქვახვრელისა და უფლისციხის საბავშვო ბაღებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აღსაზრდელების მშობლებთან გამართა. მშობლებს შესავსებად კითხვარი დაურიგდათ, რომლის მიზანიც ბაგა-ბაღების მუშაობასთან დაკავშირებით მშობლების აზრის გამოვლენა იყო, რაც სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ." - წერს ბაღების გაერთიანების პრესსამსახურის წარმომადგენელი.

,,დაგვირიგდა ფურცლები, სადაც უნდა დაგვეწერა, თუ რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს ბაღების და პედაგოგების მუშაობაში. ფურცლებზე ჩვენი სახელი და გვარები არ უნდა მიგვეთითებინა" - გვითხრა სოფელ ქვახვრელში ერთ-ერთმა მშობელმა.

ფოტოზე ანონიმური გამოკითხვებისთვის დაბარებული მშობლები
Print

სტატიის გამოყენების პირობები