ახალი ამბები
კასპში 50 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება
გუშინ, 29 იანვარს, ქალაქ კასპში 50 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ფაქტი თვითმკვლელობას უკავშირდება.

გვიან საღამოს ოჯახის წევრი მეუღლემ  ეზოში უკვე გარდაცვლილი ნახა.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ხეივანზე ჩამოკიდებული თოკი ამოიღო.

მამაკაცი სადისტრიბუციო ქსელში მუშაობდა და ახლობლებს მასთან დაკავშირებული რაიმე სახის პირადი პრობლემები არ ახსოვთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები