ახალი ამბები
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარი გიუნაშვილი გვესაუბრა. ამის გამო, გორის ჯანდაცვის ცენტრის შენობასთან მოქალაქეთა ტესტირება აღარ ტარდება.

კორონავირუსთან დაკავშირებით, ტესტის ასაღებად მოქალაქეები გორის სხვა, ორ ლაბორატორიას მიმართავენ.

მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევებისა, როგორც მარი გიუნაშვილი აცხადებს, ის და მისი თანამშრომლები მუშაობას კვლავ აგრძელებენ, ამათგან ნაწილი დისტანციურად.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები