ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფება

გორის ჰოსპიტალს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესტუმრა. ის შენობას დაათვალიერებს და შემდეგ ბრიფინგს გამართავს.

ტიკარაძის მოსვლამდე ჰოსპიტალი რამდენიმე კოვიდპაციენტმა დატოვა. მათ არ დაუკონკრეტებიათ მიზეზი - რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა, რომ მათ კოვიდი აქვთ დადასტურებული.

შენობაში იმყოფებოდნენ ასევე სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებიც.

საღამოს დაახლოებით 18 საათისთვის მედპერსონალმაც და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებმა შენობა დატოვეს. თანამშრომლების თქმით, სამუშაო საათები დასრულდა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები