ახალი ამბები
გორის სოფელ ზეღდულეთში კერძო პირს მიწის ფართობი არ დაამუშავებინეს
გორის სოფელ ზეღდულეთში მიწის ფართობებთან დაკავშირებით დავა გრძელდება.

დღეს კერძო პირს მიწის ფართობი არ მოახვნევინეს, რადგან ზეღდულეთელების განცხადებით, ის მოსახლეობას საძოვრისთვის ჭირდება.

საჯარო რეესტრის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბრიდან კერძო პირები არიან: გიგა ქათამაძე, ლაშა ჯღენტი, კახა შავდათუაშვილი, რომლებმაც 2021 წლის განმავლობაში, მიწა კომპანია ,,ფუდლენდისგან'' შეიძინეს.

,,ფუდლენდს'' საკუთრებაში მხოლოდ მცირე რაოდენობა დარჩა:

საილუსტრაციოდ იხილეთ ფოტო



ამ კომპანიებს ინდოელი ინვესტორი ხელმძღვანელობდა. იგი მიწის ნაკვეთს 2011 წლიდან ვერ ამუშავებდა.

მიწის საერთო ფართობია 75 ჰა, რომელიც შემდეგ დანაწილდა.

სოფელში საკრებულოს წევრები ,,ქართული ოცნებიდან'' კობა ბერიანიძე და ,,ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლები - ანო ბალიაშვილი და ბექა ქორჩილავა მივიდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები