ახალი ამბები
აქცია პერფორმანსი გორში - ,,მადლობა - თავისუფლება მიშას"
აქცია პერფორმანსი გორში - ,,მადლობა - თავისუფლება მიშას" - წერეთლის ქუჩაზე ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ინიციატივით გაიმართა.

მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემოქმედს, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა უმძიმესი ეკონომიური კრიზისიდან, სწორედ გორიდან უნდა გადაეხადოს მადლობა:

,,დღეს ეს ადამიანი აქ, გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და არის პატიმარი. მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ გვაქვს დენი, ბევრს ეცინება ამაზე, მაგრამ სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა ოცნებამ ძლიერი ქვეყანა ჩაიბარა'' - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ქუჩას, სადაც აქცია გაიმართა, სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად პატიმრობაშია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები