ახალი ამბები
ზეღდულეთის მოსახლეობა ავტობანის გადაკეტვას აპირებს
ამ წუთებში ზეღდულეთის მოსახლეობა ავტობანისკენ მიემართება.

მსვლელობა სოფლიდან დაიწყო და ისინი უკვე მთავარ მაგისტრალს მიუახლოვდნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათთან მოსალაპარაკებლად გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და სოფლის წარმომადგენელი კობა ბერიანიძე მივიდნენ. 

მოსახლეობა იმ მიწის ნაკვეთების გაყიდვას აპროტესტებს, რომლის შესახებ დავა წლებია მიმდინარეობს.

საჯარო რეესტრის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბრიდან კერძო პირები არიან: გიგა ქათამაძე, ლაშა ჯღენტი, კახა შავდათუაშვილი (კომპანია ელგრანდის სახელით), რომლებმაც 2021 წლის განმავლობაში, მიწა კომპანია ,,ფუდლენდისგან'' შეიძინეს.

,,ფუდლენდს'' საკუთრებაში მხოლოდ მცირე რაოდენობა დარჩა. ფუდლენდი დააფუძნეს ინდოელმა ინვესტორებმა. თავდაპირველად ეს მიწის ნაკვეთები 2009 წელს შეიძინა კერძო პირმა თამაზ მღებრიშვილმა. მღებრიშვილმა კი ის ფუდლენს მიჰყიდა.


საილუსტრაციოდ იხილეთ ფოტო



ამ კომპანიებს ინდოელი ინვესტორი ხელმძღვანელობდა. იგი მიწის ნაკვეთს 2011 წლიდან ვერ ამუშავებდა.

მიწის საერთო ფართობია 75 ჰა, რომელიც შემდეგ დანაწილდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები