ახალი ამბები
დაზიანებული იატაკების შეკეთება გაზაფხულიდან დაიწყება
გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულ კოტეჯებში იატაკები დაზიანდა. რამდენიმე ოჯახში ჩაიმტვრა.

ამის შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოაქვეყნა.

ჯგუფი იძულებით გადაადგილებულ პირთა ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის" წევრებმა შექმნეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ვითარების გასარკვევად ადგილზე ჩავიდნენ.

იმ ოჯახმა, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ჟურნალისტებს გადაღებაზე უარი გვითხრა.

აღმოჩნდა, რომ მცხოვრებლების ძირითად ნაწილს ეს პრობლემები აწუხებს.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კიდევ ერთი, ემზარ შოშიტაშვილის ოჯახი აღმოჩნდა.

მათ დაპირდნენ, რომ იატაკების გამოცვლის პროცესი 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. რამდენიმე ოჯახს უკვე გამოუცვალეს.

იატაკი დაზიანებულია აჩაბეთიდან დევნილ ჯუმბერ ბაბუციძის ოჯახშიც. ამავე სოფლიდან დევნილ ზეინაბ ხადურის ოჯახის წევრები კი, ოთახებში ფრთხილად დადია, რადგან ჩამტვრევის შიში აქვთ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ იატაკების დაზიანება წლებია გრძელდება. სახელმწიფო პროგრამით, 7 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე რამდენიმე ოჯახში შეცვალეს.

ნიადაგი ჭაობიან ადგილზეა აშენებული. ნალექიან პერიოდში დაგროვებული წყალი ნიადაგიდან საძირკველში ჟონავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები