ახალი ამბები
გვირაბის გასაწმენდად ტრაქტორი არ გაგზავნეს
გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში რკინიგზის ქვეშ გამავალი გვირაბი წყლისგან და ტალახისგან გასაწმენდია.

ამის შესახებ საქმის კურსში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გია წვერავა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები საქმის კურსში, ჯერ კიდევ, შემოდგომიდან არიან.

სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა გზის გაწმენდას (ზედმეტი მიწის მასის გატანას) ითხოვდა.

თუმცა, იმ მიზეზით, რომ ტრაქტორი გვირაბში ვერ გაეტეოდა, გზის გაწმენდაზე აღარც უფიქრიათ.

ადგილობრივებმა საქმის კურსში ჯერ სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში თემურ აფხაზაშვილი ჩააყენეს. აფხაზაშვილმა ერთ-ერთ საკრებულოს სხდომის დამთავრებისას ტრაქტორის გამოყოფა გამგებლის მოადგილეს გია წვერავას სთხოვა.

წვერავამ ადგილობრივების თანდასწრებით ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელს დაუძახა, ,,მიხედე, თემოს რაღაცა უნდა და მიეხმარეო"

ის, რაც თემურ აფხაზაშვილს მოგვარების მიზნით უნდოდა, დღეს ისე გამოიყურება, როგორც ფოტოზეა აღნიშნული.

სოფელ ქვახვრელის იმ უბნის მცხოვრებლები, სადაც დაახლოებით 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, გვირაბის საშუალებით შიდა სარაინოთაშორისო გზას მოკლე გზით უკავშირდებიან. გარდა იმისა, რომ გვირაბი გასაწმენდია (ამჟამად, გვირაბის წყალი გაყინულია), გამავალი გზაც მოსახრეშია.

,,გვირაბი დაბლაა, გზა - მაღლა. ეხლა ტალახიც და წყალიც გაყინულია, არა უშავს, მანქანა როგორღაც გაივლის, როცა დათბება, ტალახი ლღვება და გაუვალი ხდება აქაურობა. ზაფხულში ტრაქტორი მუშაობდა სოფელში, სარწყავი რუს გასაწმენდად. ვთხოვეთ, რომ ეს ადგილი გაეხვეტათ. ის ტრაქტორი ვერ გაეტიაა ამ გვირაბში, სხვა ტრაქტორი უნდაო. სხვა ტრაქტორი კი არ გამოგზავნეს"

მოხრეშვითი სამუშაოები კი მუნიციპალიტეტმა ოფიციალურად უკვე დაასრულა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები