ახალი ამბები
განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში გამოვიდა

საქართელოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში გამოვიდა.

ლარის განახლებული ბანკნოტები მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და დამცავი ნიშნებით არის აღჭურვილი.

ასევე დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის თავდაპირველი თემატიკა.

ლარის განახლებული დიზაინი საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს.

წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით.


ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

ძველი ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მოგვიანებით განახლდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები