ახალი ამბები
გორის პროკურორის მოთხოვნით სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის ბრალდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
სასამართლოდან გაათავისუფლეს პირი, რომელიც გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 5 500 ლარს იპარავდა. ამის შესახებ პროკურორმა ია მეფარიშვილმა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საპროცესო შეთანხმება 2021 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა. ბრალდებულს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა გამოსაცდელი ვადით.

პროკურორის ინფორმაციით, ვ. ღ-მ დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, დააზიანა ... მდებარე შპს .. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარი და ცდილობდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შპს-ს .. კუთვნილ - 5418 ლარს, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, ხოლო მასთან მყოფმა პირმა შეძლო მიმალვა.

ბრალდებულს 2021 წლის აპრილში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ, ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა არსებითი განხილვის გარეშე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები