ახალი ამბები
გორში ,,ოცნების'' აქტიურ წევრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
,,ქართული ოცნების'' ერთ-ერთ აქტიურ წევრს გორში, ფარნა მახოხაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ის გორის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებები, რაც ფარნა მახოხაშვილის მისამართით გაჟღერდა, სასამართლო პროცესებზე გაქარწყლდება.

მაგალითად, მისი განმარტებით, არასწორია ის ინფორმაცია, თითქოს ფარნა მახოხაშვილი 9 წლის წინ გაშორებულ მეუღლეს ქუჩაში გაუსწორდა:

,,მსგავსი ფაქტი საქმეში არ ფიგურირებს. მშობლები ერთად ზრდიდნენ შვილს და ამდენი წლის განმავლობაში მიმოსვლა ჰქონდათ ერთმანეთთან.'' - განმარტა ადვოკატმა.



ფარნა მახოხაშვილი, რამდენიმე წელია, ,,ქართული ოცნების'' გორის ორგანიზაციის გამორჩეული და აქტიური წევრია. ის ხშირად იღებს მონაწილეობას აქციებში, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის'' წინააღმდეგ იმართება.

ფარნა მახოხაშვილი 2019 წელს დაუპირისპირდა ასევე იმ პერიოდში დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს. ელისაშვილი გორის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის საქმიანობის შესახებ, აქციებს მართავდა.

ბოლო საპროტესტო აქცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართა, გორის შესასვლელში ცოცხების აქცია იყო. ფარნა მახოხაშვილის ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოდან მომავალ კოლონას გორში ცოცხებით დახვდნენ.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები