ახალი ამბები
ქარელის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმებას გეგმავს
,,რა ფორმოთ მოხდება და როგორ, ამაზე კომენტარს მაშინ გავაკეთებთ, როდესაც მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს'' - განაცხადა ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა.

მისი განმარტებით, საზოგადოება ინფორმაციას მაშინ მიიღებს, როდესაც სახლი გაუქმდება ან რეორგანიზაცია მოხდება.

ქარელის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმების შესახებ განგაში გახარიას გუნდის წარმომადგენელმა ვასიკო ბაქრაძემ ატეხა. მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მერია სწორედ ვასიკო ბაქრაძის გამო, აუქმებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს:

,,აუქმებს იმის გამო, რომ არ მოსწონს იქ დასაქმებული ადამიანები'' - განაცხადა ბაქრაძემ საკრებულოს სხდომაზე.

ვასიკო ბაქრაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მერიის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს კურატორობდა.

ახლა, ბაქრაძე ყოფილი პრმიერი-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში და საკრებულოშიც მოხვდა.

ქარელის 2022 წლის ბიუჯეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისთვის წელიწადში 23 400 ლარია გათვალისწინებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები