ახალი ამბები
ხაშურის დაცვის პოლიციაში ჩივიან, რომ რკინიგზის სადგურზე მომხდარი ქურდობის გამო ხელფასი დააკლეს
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ ხელფასი არ აუნაზღაურა დაცვის პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ხაშურის რკინიგზის დაცვა სრულად ვერ უზრუნველყვეს.

როგორც ირკვევა, ხაშურის რკინიგზის სადგურიდან ფერადი ლითონები მოიპარეს, ჯამში 2500 ლარის ღირებულების. აუდიტის შეფასების საფუძველზე, რკინიგზამ დაცვის პოლიციას ხელფასი დაუქვითა.

ამის გამო, ხაშურის სასამართლოს დაცვის პოლიციამ მიმართა, რომლის იურისტმა განმარტა, რომ ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული მსგავსი შემთხვევა.

დაცვის პოლიცია აცხადებს, რომ ქურდობისგან მიყენებული ზარალის შემთხვევაში, მის თანამშრომლებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნდათ.

ქურდობა რომ ნამდვილად მოხდა, ეს დასტურდება იმით, რომ შსს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს მიერ აღძრულ იქნა #030230817001 სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობის, ანუ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების) ფაქტზე.

სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიხედვით, დადგინა, რომ დაცვის პოლიციის მოთხოვნა უკანონოა და საქართველოს რკინიგზამ თანხა სამართლიანად დააკლო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები