ახალი ამბები
გორში გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს
გორში გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის დირექტორმა მოგვაწოდა.

მისი თქმით, დეტალები უცნობია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგადაა.

გორში პოლიცია არასრულწლოვან გოგონას დღეს შუადღის შემდეგ ეძებდა. მას შემდეგ, რაც ის სკოლიდან სახლში არ დაბრუნდა.

როგორც სკოლის წარმომადგენელმა გვითხრა, ბავშვი მანქანით სასწავლო დაწესებულების ჭიშკრამდე ოჯახის წევრებმა მიიყვანეს.

,,ჩვენი კამერები მხოლოდ ჩვენს ტერიტორიას აფიქსირებს. ჩანს, რომ ბავშვი მოიყვანეს ჭიშკრამდე და არ შემოდის სკოლაში. ეზოს გარეთ სხვა ტერიტორია არ ჩანს. " - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

როგორც დირექტორი აცხადებს, ბავშვთან დაკავშირებით, უახლოეს წარსულში მომხდარი რაიმე განსაკუთრებული მოვლენის შესახებ, არაფერი სმენია.

პოლიციელებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, დაკითხვაზე მშობლები, პედაგოგები და ის ადამიანები მიიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები