ახალი ამბები
15 კომლიანი სოფელი მთის სტატუსის მიღებას ითხოვს
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ახაშენში 15 კომლი ცხოვრობს.

ადგილობრივი მოსახლეობა მთის სტატუსის მიღებას ითხოვს.

ამის შესახებ ახაშენელებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს.

ზოია კონიაშვილის თქმით, წლების განმავლობაში დასახლება სოფელ საკორინთლოში შედიოდა, თუმცა ის უბანი, რომელსაც ,,ახაშენს" უწოდებენ, საკორინთლოსგან გამოყვეს.

მთის სტატუსის მიღების შემთხვევაში ახაშენელები მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ.

გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მთავრობას სტატუსის მისაღებად განაცხადი უკვე გაუგზავნა.

მთის სტატუსის მქონე სოფლებში ოჯახები პირველ და მეორე შვილზე, ერთი წლის განმავლობაში, 100 ლარიან, შემდეგ შვილზე კი 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

პედაგოგებისა და ექთნების ყოველთვიურ დანამატი 180 ლარი იქნება. ექიმებს კი ხელფასი 360 ლარით გაეზრდებათ.

20%-ით მოიმატებს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების პენსიაც.

შეღავათებით ისარგებლებს ყველა ის ოჯახი, რომელიც მაღალმთიან სოფელში 9 თვეზე მეტია ცხოვრობს, ახლად დასახლებულებისთვის კი იგივე შეღავათები 9 თვის შემდეგ ამოქმედდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები