ახალი ამბები
მეტეოსადგურის მონაცემების მიხედვით გორში ცა ყველაზე ხშირად ზამთრის პერიოდშია მოწმენდილი
მეტეოსადგურის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზამთარში, მოწმენდილი ცის საშუალო რაოდენობა ყველაზე მეტია სხვა სეზონებთან შედარებით. ამის შესახებ მონაცემები ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გამოიყენა, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს.

კომპანიას ეს მონაცემები სჭირდებოდა იმის განსაზღვრისთვის, თუ როგორ დაეგეგმა სამუშაოები.

ამავე წყაროში მოყვანილი მეტეოსადგურის მონაცემებით, მოღრუბლულობის 10 ბალიანი სისტემის შეფასებისას, მოწმენდილი ცის (0-2) ყველაზე მეტი რაოდენობა აღინიშნება ივნისში, ივლისში, სექტემბერსა და ოქტომბერში.

მოღრუბლული დღეების (8-10) უდიდესი ნაწილი მიდის მარტზე; აპრილზე, სექტემბერსა და ნოემბერში.

ნისლიანი დღეების უდიდესი რაოდენობა აღინიშნება აპრილში (12) და სექტემბერში (9). მათი საერთო რაოდენობა ცივ პერიოდში (X-III თვეები) შეადგენს 25-ს, ხოლო თბილ პერიოდში (IX-VI) კი 21. საერთო წლიური რაოდენობაა 46.

ჭექა-ქუხილის დღეების უდიდესი ნაწილი აღინიშნება მაისში (12), ივნისში (12) და სექტემბერში (11).

ჭექა-ქუხილის დღეების საერთო წლიური რაოდენობაა 49, მათ შორის თბილ პერიოდში (48). სეტყვის უდიდესი ნაწილი მოდის მაისში (6); ხოლო თითო-თითო კი ივნისში, ივლისსა და სექტემბერში.

დასავლეთიდან მომავალი ნაკადები დაღმავალია და გამოშრობის პროცესების წარმოქმნას განაპირობებს, ხოლო აღმოსავლეთიდან მიმდინარე ჰაერის მასები, კი აღმავალია და ნალექწარმოქმნის პროცესებს უწყობს ხელს. ქარის სიჩქარეები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რელიეფის თავისებურებაზე, რადგანაც რეგიონში განვითარებული მაღალმთიანი მასივები და ხეობები, ზოგ შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ რეგულირებას.

ქარების უდიდესი საშუალო სიჩქარე შეადგენს 25-30 მ/წმ. მაქსიმალური სიჩქარეები აღინიშნება მარტი-აპრილის პერიოდში, შედარებით მშვიდი თვეებია ნოემბერი-დეკემბერი.

მეტეოსადგურის მონაცემებით დაფიქსირებულია ქარის 8 ძირითადი მიმართულება. 725 საერთო შემთხვევიდან, ჩრდილოეთის მიმართულება შეადგენს 8, ჩრდილო-აღმოსავლეთის 10, აღმოსავლეთის 89, სამხრეთაღმოსავლეთის 42, სამხრეთის 51, სამხრეთ-დასავლეთის 6, დასავლეთის 72, ჩრდილო-დასავლეთის 447. შტილის საერთო რაოდენობაა 735.

ქარის მაქსიმალური სიჩქარე 32 მ/წმ.

ატმოსფერული ნალექების საერთო რაოდენობა ცივ პერიოდში (X-III თვეები) შეადგენს 92 მმ, ხოლო თბილ პერიოდში (IX-X თვეები) 426 მმ, საერთო წლიური რაოდენობაა 518 მმ.

საშუალო წლიური ტემპერატირა მეტეოსადგურის მონაცემებით 8.20

საშუალო თვიური უარყოფითი ტემპერატურა ფიქსირდება იანვარსა (-7.30) და თებერვალში (-2.30).

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები