ვერხვების დევნილთა დასახლებაში აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული
გამოცდების მოსამზადებელი კურსების ჩატარება იგეგმება.
პროგრამის ინიციატორი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაა.
შესაბამისი ფართის გამოყოფის თხოვნით სანაკოევის ადმინისტრაციის
წარმომადგენლებმა გორის მერიას დახმარებისთვის მიმართეს.
საგამოცდო პროგრამის მოსამზადებელი კურსები დევნილებისთვის სათემო
ცენტრის შენობაში მდებარე ფართში გაიხსნება.
ფართო მერიის საკუთრებას წარმოადგენს.
2016 წლის 12 იანვარს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ მერიას წერილით
მიმართა.
წერილის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, თხოვების
ხელშეკრულებით, ფართის უსასყიდლოდ გადაცემას ითხოვს.
მოსამზადებელი კურსები 2016 წლის 01 თებერვლიდან 01 ივლისამდე
ჩატარდება.
სტატიის გამოყენების პირობები