ახალი ამბები
ტინისხიდის მოსაცდელი, რომელიც გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურს აუშენებელი დახვდა
გორის მერიამ კომპანია ,,ზუკამშენი'' შავ სიაში შეიყვანა იმის გამო, რომ სოფელ ტინისხიდიში მოსაცდელი არ ააშენა.

მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2020 წლის 29 ივნისს გაფორმდა, სამუშაოები 3 დღეში უნდა დაწყებულიყო და 31 ოქტომბერს დასრულებულიყო.

ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 22 140 ლარი.

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ობიექტი 3-ჯერ შეამოწმეს - პირველად 28 ივლისს, შემდეგ 11 და 23 აგვისტოს.

საბოლოოდ, ტინისხიდის მოსაცდელი აუშენებელი დარჩა. 2021 წლის 9 ნოემბერს გორის მერმა კომპანია შავ სიაში შეიყვანა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები