ახალი ამბები
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მილი გასკდა
გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან მდებარე დევნილთა დასახლებაში სარწყავი წყლის მილი გასკდა.

ინციდენტის ამსახველი ფოტომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა მიაწოდეს.

მათი თქმით, სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად გამოცხადდა და, ამჟამად, კოტეჯების დატბორვის საშიშროება აღარ არსებობს.

მილი გუშინ 2016 წლის პირველ თებერვალს გასკდა.

ხურვალეთელები ამბობენ, რომ მილის დაზიანება სიძველის გამო მოხდა.













Print

სტატიის გამოყენების პირობები