ახალი ამბები
ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც გორში საკუთარ გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებებს მართავს
ბოლო რამდენიმე დღეა, გორში, წმინდაწყალზე მდებარე სავაჭრო ცენტრი ,,აგრო მოლი'' ყურადღებას იქცევს.

მისსავე კუთვნილ ავტოსადგურზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანალოგი, თუმცა შედარებით მცირე ზომის ნაძვის ხე დადგეს და აანთეს.

შემდეგ კი იმაზე გრანდიოზული კონცერტი მოაწყეს, ვიდრე ეს გორის მერიას აქვს დაგეგმილი.

დღეს გორის ავტოსადგურის წინ, საახალწლო ნაძვის ხის კონცერტზე იმღერეს მერაბ სეფაშვილმა, ნოდიკო ტატიშვილმა, ნინი ბადურაშვილმა, ანრი ჯოხაძემ.

გარდა ამისა, კონცერტზე წარსდგნენ ,,ქსოვრელების'' ახალგაზრდა თაობა. ახალგაზრდა მაყურებლებს კი ,,ლათინო ბოი" და DJ ნიკა ართობდნენ.

რა დაუჯდა საახალწლო ღონისძიებების გამართვა ,,აგრო მოლი'' დირექტორს, უცნობია, თუმცა მისი ორგანიზატორი საკმაოდ დიდ ფინანსებს ფლობს.

,,აგრო მოლის'' დამფუძნებელია გიორგი (გივი) ჯალაბაძე. ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. საქართველოში კი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად გამოჩნდა. შეიძინა გორის ძველი ბაზრის ტერიტორია, ასევე, ახალი ბაზარიც.

ჯალაბაძე არის ასევე კომპანია ,,ვარსკვავების'' დამფუძნებელი, სადაც მისი ბიზნესპარტნიორია მსოფლიო ჩემპიონი კრივში გიორგი კანდელაკი. ,,ვარსკვლავები' გორში ახალ კოპურსს აშენებს.

რაც შეეხება გორის მერიის მიერ დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს, 30 დეკემბერს მცირე მეწარმეების ბაზრობა გაიმართება, 31 დეკემბერს კი კონცერტი, სადაც ძირითადად ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები