ახალი ამბები
პრემიები ხაშურის მუნიციპალიტეტში
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, 2015 წლის ბოლოს, პრემიების სახით ჯამში 63 805 ლარი აიღეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა აცნობა.

პრემიები, ძირითადად, საახალწლოდ გაიცა.

კონკრეტულად, საკრებულოს 29 თანამშრომელზე 12 060 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგეობას, აქ 138 თანამშრომელმა ჯამში 51 245 ლარი აიღო.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრემიის სახით 500 ლარი 2015 წლის ნოემბერშიც გასცა.

500 ლარის მიმღების ვინაობას კი არ აკონკრეტებენ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები