ახალი ამბები
გორში მამაკაცი მოკლეს
გორში 54 წლის ასაკის მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს კომბინატის დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის წინ მოხდა.

დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რაც შემდეგ ეზოში გაგრძელდა.

ჩხუბის დროს დაიჭრა ერთი მამაკაციც. ჩხუბში მონაწილეობდნენ ძმები ქასანაშვილები და მათთან მყოფი ერთი პირი. გარდაცვლილია ერთ-ერთი ძმა. 

გორის პოლიციამ გარდაცვლილის ძმა დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, 1956 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, ქალაქ გორში, თავისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1967 წელს დაბადებული ს.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები