ახალი ამბები
გორის ბაზრის წინ მანქანა ქალს დაეჯახა
გორის ბაზრის წინ მანქანა ქალს დაეჯახა. შემთხვევა შიო მღვიმელის ქუჩაზე მოხდა.

სავაჭრო ცენტრ 21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობაა, სწორედ აქ მოხდა შეჯახება.

დაზარალებულმა ქალმა მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, თუმცა გადაწყვიტა, რომ მძღოლი სათანადოდ დასჯილიყო.

ამის გამო, ქალმა სხვა მძღოლებისგან საყვედური მიიღო, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო საჭირო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები