ახალი ამბები
ქარელის სოფელ ღვლევში ტრანსფორმატორი აფეთქდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

წუხელ, გვიან ღამით, ტრანსფორმატორი აფეთქდა და ცეცხლი გაუხსნა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, საკმაოდ ძლიერი აფეთქების ხმა იყო.

ადგილზე სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი გამოიძახეს.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ენერგო-პრო ჯორჯიაში გვითხრეს, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები