ახალი ამბები
ხაშურში მიუსაფარი ცხოველების დასაჭერად რეიდი ჩატარდა
ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მიუსაფარი ცხოველები დაიჭირეს. ე.წ. რეიდის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნდა.

მიუსაფარ ცხოველთა რეგიონის სააგენტოში აცხადებენ. რომ სტერილიზაცია - კასტრაციის შემდეგ, ცხოველებს ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ.

,,მიმდინარეობდა ე.წ. რეიდი. სააგენტოში გადმოყვანილია 6 ძაღლი.  დანარჩენი ძაღლების გადმოგვყავს, სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს (ძაღლებსა და კატებს) უზრუნველყოფს შემდეგი პროცედურებით: სამედიცინო შემოწმება; პოპულაციის მართვა (კასტრაცია, სტერილიზაცია); ცოფის საწინააღმდეგო აცრა; პარაზიტებზე დამუშავება;
დათაგვა (ყურზე მაგრდება ყვითელი ფერის საჭიდი, აც იმას ნიშნავს რომ ცხოველი უსაფრთხოა); ღნიშნული პროცედულების გავლის შემდეგ ცხოველი უბრუნდება ბუნებრივ გარემოს.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო 2021 წლის 1 აგვისტოდან ამუშავდა. ამ ხნის განმავლობაში ხაშურიდან მიღებული ჰყავდათ 80 ძაღლი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები