ახალი ამბები
ხაშურში საახალწლო დეკორაციები დააზიანეს
ქალაქის ცენტრალურ პარკში დამონტაჟებული საახალწლო დეკორაციების ნაწილი ვანდალურად დაზიანდა. ამის გამო, მუნიციპალიტეტის მერიამ დაზიანებული დეკორაციების დემონტაჟი განახორციელა.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ადგილი, სადაც პატარები თოვლის პაპასთან, ირმებთან და ანგელოზებთან ფოტოებს იღებდნენ, ახლა ცარიელია.

,,მოგმართავთ უდიდესი თხოვნით, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავუხანგრძლივოთ დღესასწაული ჩვენს პატარებს და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს'' - მიმართავს მერია მოქალაქეებს. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები