ახალი ამბები
აპირებდნენ თუ არა გამგებლის იმპიჩმენტს - ბიუროს წევრების რეაქცია
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა გამგებლის ბრიფინგზე გაღერებულ ბრალდებას დასცინეს.

ბიუროს წევრების რეაქცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ვიდეოფირზე გადაიღეს.

საქმე ეხება ჯერ გორის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ვახტანგაშვილის განცხადებას, შემდეგ ამ განცხადების დამადასტურებელ გამგებლის ინფორმაციას.

ბრალდების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ბიუჯეტის ჩავარდნას, შემდეგ კი, გამგებლის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას საკრებულოს წევრი სოსო ვანიშვილი გეგმავდა.

გამგებლის იმპიჩმენტის საშიშროების თაობაზე პირველად პარლამენტარმა სოსო ვახტანგაშვილმა ისაუბრა.

,,ჩემი ინფორმაციით, ბიუჯეტის ჩავარდნა იგეგმებოდა" - დაგვიდასტურა დავით ონიაშვილმა.

ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ გეგმავდა 35 კაციან საკრებულოში ამ პროცედურების მმართვას, გამგებელმა დააზუსტა, რომ ეს იყო სოსო ვანიშვილი.

ატენის წარმომადგენელი საკრებულოში სოსო ვანიშვილი ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრია. ამავე დროს - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

შეეძლო თუ არა სოსო ვანიშვილს დანარჩენ დეპუტატებზე ზეგავლენის მოხდენა ან ზეწოლა, ამის შესახებ ბიუროს წევრებმა - ქართული ოცნების, ეროვნული ფორუმისა და რესპუბლიკელების წევრებმა გულიანად იცინეს.

ონიაშვილმა ბრიფინგი მაჟორიტარი დეპუტატის სატალევიზიო გამოსვლის შემდეგ გამართა. პარლამენტარმა სოსო ვახტანგაშვილმა გორისა და გორის მუნიციპალიტეტში შექმნილი პოლიტიკური ვითარების სირთულეზე პასუხისმგებლობა შიდა ქართლის გუბერნატორს და მის პოლიტიკურ მმართველობას დააკისრა.

იხ. ამავე თემაზე:

მაჟორიტარი პარლამენტარი გუბერნატორის წინააღმდეგ

შიდა ქართლის გუბერნატორის საგანგებო განცხადება

გამგებელი VS გუბერნატორი - რა ხდება შტოებს შორის

Print

სტატიის გამოყენების პირობები