ახალი ამბები
გორის ,,ახალბაღის" რეაბილიტაციისათვის უკვე 2,6 მლნ ლარი დაიხარჯა
მეორე წელია გორში ,,ახალბაღის" რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები 2023 წელს დასრულდება და ამ დროისთვის სამუშაოების 30% შესრულებული. თანხა კი 2.6 მლნ ლარია ათვისებული.

ჯამში რეაბილიტაციისთვის 8.9 მლნ ლარია გათვალისწინებული .

პროექტის მიხედვით, ახალბაღში მოეწყობა:

- სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები

▪ საბავშვო ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ტალღოვანი ზედაპირი

▪ კაფე და ფანჩატურები

▪ სამაგიდო თამაშებისა და ჯგუფური შეხვედრების; საპიკნიკე სივრცეები და სხვ.

▪ რომანტიული ურთიერთობის სივრცეები (ლამაზი ხედებითა, კამერალური სივრცეებით)

▪ ველო და სარბენი ბილიკები

▪ სარიტუალო საზეიმო სივრცე

▪ ცოცხალი ზოოლოგიური კოლექციის სივრცე ვოლიერებითა და გარეული ცხოველებით (მინი ზოოპარკი).
Print

სტატიის გამოყენების პირობები