ახალი ამბები
ახაშენის მოსახლეობა კასპის გამგებელს შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფელ ახაშენის მოსახლეობას შეხვდა.

სოფლის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღებაში დახმარებას ითხოვს, რათა მათ მომავალში ამ სტატუსის მქონე პირთა შეღავათებით სარგებლობა შეძლონ.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობას განუმარტა, რომ მთის კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს სოფელი ახალშენა ამჟამად არ აკმაყოფილებს.

გოჩა გოჩიტაშვილი მოსახლეობას დაპირდა,რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ინფორმაციას მიაწვდის.

 

ამავე თემაზე
15 კომლიანი სოფელი მთის სტატუსის მიღებას ითხოვს

Print

სტატიის გამოყენების პირობები