ახალი ამბები
გამომძიებლებს გორში მკვლელობის ადგილზე დანა დარჩათ
გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გურამ ძამანაშვილის სახლში გამომძიებლებს ის დანა დარჩათ ადგილზე, რომლითაც სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა.

ამის შესახებ ადვოკატი კახა კალმახელიძე საუბრობს, რომელიც მასპინძლის, გურამ ძამანაშვილის ინტერესების დამცველია.

თუმცა, პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანა. 

ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, ძამანაშვილი იმყოფებოდა თავის სახლში, სადაც თავს სწორედ ამ დანით დაესხნენ, ხოლო პოლიციამ გაავრცელა ვერსია, თითქოს ძამანაშვილმა ძმებს კორპუსის ეზოში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

,,როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, სწორედ ამ საწოლზე თავს დაესხნენ გურამ ძამანაშვილს, კერძოდ ძმები - ქასოშვილები, მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა. აქვე, როგორც ძამანაშვილი ყვება, მოგერიების მიზნით.

შს სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 27 დეკემბერს 1956 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, ქალაქ გორში, თავისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1967 წელს დაბადებული ს.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები