ახალი ამბები
,,საჭიროა კურორტზე მყოფმა დამსვენებლებმა რეგულაციები მკაცრად დაიცვან''
სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მომატებული ინფიცირების შემთხვევების გათვალისწინებით, საჭიროა კურორტზე მყოფმა დამსვენებლებმა რეგულაციები, მათ შორის პირბადის ტარების წესი, მკაცრად დაიცვან.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე "ომიკრონის" შტამის გავრცელების გავლენა და ჰოსპიტალური სექტორის მზაობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

აღინიშნა, რომ "ომიკრონის" შტამს გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულებას - პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას და ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილებას. ასევე ხაზი გაესვა ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისთვის. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება და იმ პირთა ასაკმა, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწია.

კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შენარჩუნდეს მუშაობის დისტანციური რეჟიმი როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში.

საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად საკარანტინო ვადების შემცირებასთან დაკავშირებით დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული
Print

სტატიის გამოყენების პირობები