ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციას მაღალი გამავლობის 2 მანქანა დაემატა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს რეგიონის პოლიციის დეპარტამენტებს სამინისტროს კუთვნილი 25 ახალი ავტომანქანა გადაეცა.

აქედან, 2 მანქანა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას ერგო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის ცნობით, რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მაღალი გამავლობის „ფორდ რეინჯერის“ მოდელის ავტომანქანებით შეივსო.

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა ავტომანქანები რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს პირადად გადასცა.

ბესიკ ამირანაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სმართლდამცველების სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო.

,,ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს.“ - აცხადებს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები