ახალი ამბები
არამდგრადი ამინდები 17 იანვრამდე შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგანეტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდები 17 იანვრამდე გაგრძელდება

17 იანვრიდან 19 იანვრამდე კი - ძლიერი ყინვები.

აღნიშნულ პერიოდისთვის დამახასიათებელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება.

უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები