ახალი ამბები
მუნიციპალურმა სამსახურებმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყეს
გორის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ მუშაობა დილიდან განაახლა, თუმცა მათი მტკიცებით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე. დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები.

თოვლის საფარისგანი იწმინდება ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზები. გარდა საავტომობილო გზებისა, მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზეც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები