ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ ძველ შენობებს დემონტაჟი ჩაუტარდება
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ძველი შენობების შესწავლა დაიწყება, რომლებიც თვითმმართველობის ბალანსზეა.

კერძო აუდიტორული კომპანიისთვის დაახლოებით 30 000 ლარია გათვალისწინებული.

ქონების შესწავლის შემდეგ მათი დემონტაჟის სავარაუდო ღირებულებას დაადგენენ. მეორად მასალებს კი სამშენებლო მიზნით გამოიყენებენ.

ძველ შენობებში შედის: კულტურის ყოფილი ცენტრები, ადმინისტრაციული შენობები და ა.შ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები