ახალი ამბები
რა შეიცვალა გამყოფი ხაზის სოფელში 2 წლის შემდეგ
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ახაშენში ორი წლის განმავლობაში გზის პრობლემა ვერ მოგვარდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს.

Qartli.ge-ს ვიდეოარქივში 2013 წელს გადაღებული მასალა ინახება, სადაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების განვითარების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის წევრების ვიზიტია ასახული.

კომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ადგილობრივებს დაპირდა, რომ გზა მალე გაკეთდებოდა.

თუმცა, ამჟამად, მისასვლელი გზა კვლავ მოუწესრიგებელია.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის დაპირება ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფის კუთხით, შესრულდა.

მოუწესრიგებელი გზა კი პრობლემას, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში ქმნის.

რამდენიმე დღის წინ სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილამდე ვერ მივიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები