ახალი ამბები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ,,საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვას დროებითი ხასიათი აქვს''
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვას აკრძალვას დროებითი ხასიათი აქვს.

როგორც მასალაშია აღნიშნული, რომელსაც ინტერვიუს სახე აქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიამიმოსვლის აღსადგენად რამდენიმე პირობების შესრულება საჭირო:

"არაერთხელ აღვნიშნეთ გაუქმების პირობები, ის კარგადაა ცნობილი საქართველოს მხარისთვის. საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ საფრთხის გაქრობაზე. არ შეგვიძლია სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უგულებელყოფაც. რუსეთი იძულებული იყო შემოეღო ხსენებული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილ პროვოკაციაზე რეაგირებისთვის",- აღნიშნულია რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ორაბზაციან პასუხში ისიც აღნიშნულია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენა ორმხრივი პროცესი უნდა იყოს:

"ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიზნების ერთგული - ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია. თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან გაკვეთილებს გამოიტანს და რუსეთთან მიმართებით მეტად გაწონასწორებულ პოლიტიკას აწარმოებს",- ნათქვამია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები