საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი.
ოფიციალური მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5 550
ადამიანი, ჩატარდა 35 082 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის
მაჩვენებელს, 23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური
მაჩვენებელი არის 22.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.08% ხოლო 7 დღის
მანძილზე – 16.61%.
ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:
თბილისი – 4 496
აჭარა – 1 352
იმერეთი – 857
ქვემო ქართლი – 282
შიდა ქართლი – 266
გურია – 100
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215
კახეთი – 180
მცხეთა – მთიანეთი – 98
სამცხე – ჯავახეთი – 93
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8
სულ საქართველოში კორონავირუსის 1 059 392 შემთხვევა დადასტურდა,
რომელთაგან 967 585 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 732 გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები