ახალი ამბები
დაკავება გამყოფ ხაზთან
2 თებერვალს, გამყოფი ხაზის მიმდებარე ერთ-ერთი სოფლიდან რუსეთის მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში ადასტურებენ.

პრესსამსახურის წარმომადგენელი დაკავების ადგილს და დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები