ახალი ამბები
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ლევან მაყიშვილი.

მაყიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში ცხოვრობს.

შემთხვევა 2022 წლის 22 იანვარს მოხდა. დაკავებული დღეს 24 იანვარს ერგნეთში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები